fbpx

ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ – არჩილ გამზარდია

“ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს გახარიასთანაც,” – ამის შესახებ ანალიტიკოს, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის განმარტებით, ეკატერინე ტიკარაძეს საბჭოს წევრებთან შედარებით მეტი უფლებები რომ ჰქონოდა, დღეს ქვეყანაში შესაძლოა, უკეთესი ვითარება ყოფილიყო.

„მე რაც კულუარულად ანუ არაოფიციალურად გამიგია, იმის მიხედვით, ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით. ზოგადადაც, მას რომ მეტი უფლებები ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით და თავისი უფრო მეტად გაეტანა, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა.

ზოგადად, ჯანდაცვის დეფაქტო მინისტრი სულ იყო გამყრელიძე, სერგეენკო ჩვეულებრივი უხეირო და კორუმპირებული შემსრულებელი. ჩანს, ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს გახარიასთანაც, გამყრელიძესთანაც და მათი ჯფუფის დანარჩენ ნაწილთან. ამიტომ ასე ადვილად არ ვიტყოდი მასზე ნეგატივს, მითუფრო მისი „კოლეგების“ ფონზე“, – წერს გამზარდია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება