fbpx

,,მთავარი არხი,, კვლავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს-მერიის პრესსამსახური

განცხადება- გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ ინფორმაციას, თითქოს, სამგორის რაიონის გამგეობამ სააღდგომო ნობათის სახით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტი დაურიგა.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების დეზინფორმირების მორიგი მცდელობა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ნაჩვენები პროდუქტები არ შედის იმ სააღდგომო ნობათის ნაკრებში, რაც სამგორის გამგეობამ მოსახლეობას დაურიგა. მეტი სიზუსტისთვის გაცნობებთ, რომ ქართული წარმოების საქონლის ხორცის კონსერვი, რომლის შესახებაც საუბრობდა ტელეკომპანიის რესპონდენტი, არ წარმოადგენს გამგეობის მიერ გაცემულ პროდუქტს.

რეალურად, მოსახლეობას დაურიგდა შპს “უნვერსალ ტრეიდინგ ბალტიკის” მიერ წარმოებული ხორცის კონსერვი. რაც შეეხება პასკას, ნობათებში შედიოდა შპს “საიუბილეოს” მიერ წარმოებული პასკა, რომელიც შეფუთული იყო არა თეთრი ფერის მუყაოთი (როგორც სიუჟეტში გვაჩვენეს), არამედ ყავისფერი მუყაოთი, წითელი ეტიკეტით. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამგორის რაიონის გამგეობა მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება სადღესასწაულო ნობათების შერჩევის საკითხს. შესაბამისად, ყველა პროდუქტის ხარისხი და ვარგისიანობა მოწმდება საგულდაგულოდ. კიდევ ერთხელ მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, გადაამოწმეთ თბილისის მერიის პრესსამსახურთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება