fbpx

ტელეკომპანია ,,პირველი,, არხიდან წასულ ჟურნალისტებს კუთვნილ ხელფასს არ აძლევს-ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე წერს-
რამდენიმე წუთის წინ , მომივიდა შეტყობინება, რომ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი არხიდან წასულ ჟურნალისტებს და მათ შორის პროდიუსერს 10 მდე ადამიანს კუთვნილ ხელფასს არ აძლევს.
ადამიანებს საკუთარი შრომით გამომუშავებული ანაზღაურების მისაღებად უწევთ ბრძოლა.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი ისინი აპირებენ მიმართონ პროფკავშირებს.
იმედი მაქვს კომპანია დროულად მოეგება გონს და ამ ადამიანებს კუთვნილ ხელფასს მისცემს!
სოლიდარობა ჩემს კოლეგებს!
დამსაქმებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის შრომას უნდა სცენ პატივი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში მონობა!
იმ ფონზე როცა ტვ პირველი მუდმივად აკეთებს სიუჟეტებს მთავრობის მიერ ულუკმაპუროდ დატოვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და თავად არ უხდის თანამშრომლებს ხელფასს, არის სირცხვილი და ყოვლად მიუღებელი!
ველოდები ტელეკომპანიის ადმინისტრაციის მიერ ამ ფაქტზე რეაგირებას!
კიდევ ერთხელ სოლოდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს და მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს გამოიჩინონ კოლეგიალობა და ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით მიიღონ კუთვნილი ხელფასები!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება