fbpx

,,ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ

ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

“ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ “შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან” და მოხდება რეაგირება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება