fbpx

ტალახის სროლა დაიწყეს იმ ციციკორეებმა, მისი გუნდის წევრები რომ არიან -რაია ჯანხოთელი

,,ქართული ოცნების,,მხარდამჭერი რაია ჯახოთელი სოციალურ ქსელში წერს-რაც დავით გარეჯის თემამ წამოიწია წინ, ხალხმა შეძლო, ყოველგვარი პოპულიზმისა და რეიტინგის თამაშის გარეშე, დაენახა, რეალურად ვინ იდგა ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე და ვინ ამ ერთიანობის დამანგრევლად. ამ დროს, რა თქმა უნდა, უპირველესად, თავდაცვის მინისტრის შეუპოვრობა, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ერთგულება დაინახა საზოგადოებამ, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ წინა თუ მოქმედ ხელისუფლებაშიც აღმოჩდნენ ქვეყნის გამყიდველები და გარეჯის საქმისადმი ინდიფერენტულად განწყობილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.სწორედ იმის გამო, რომ დავით გარეჯის საქმეს და ჩვენ წილ მიწას ბოლომდე იცავს თავდაცვის მინისტრი, მისმა რეიტინგმა, (უნდოდა მას ეს თუ არა) გადაასწრო სხვა პოლიტიკოსების რეიტინგს თავად ქართული ოცნების შიგნით, რაც, რა თქმა უნდა, არ აწყობს მას, ვინც ხელისუფლებაში, მხოლოდ რეიტინგისა და პოლიტიკური გამორჩენისთვის მოდის და არა სამშობლოსთვის, მისი სიყვარულისთვის. ციხე შიგნიდან ტყდებაო და მინისტრის ამ “პოპულარობის” დასათრგუნად, ანტიპიარი რა იქნებოდა, თუ არა იმ სისტემისთვის ჩრდილის მიყენება, რომელსაც ღარიბაშვილი წარმოადგენს. და იმ ფონზე, როცა თავდაცვის სამინისტროში ენით აღუწერელი რეფორმები ტარდება ჯარის სასარგებლოდ, ტალახის სროლა დაიწყეს იმ ციციკორეებმა, მისი გუნდის წევრები რომ არიან და მათი რეიტინგი ასე ჩაფარცხა პატრიოტული მოტივებით გამსჭვალულმა მინისტრმა. დიდ ვაჟას უთქვამს: “ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კობა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა, პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვიდან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თოფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­ლის ავაზაკებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით”.ხოდა ეს ვითომ “ძმობა” და “მოყვრობა” არის ზუსტად ზურგში ლახვარს რომ გცემენ, ისევ და ისევ შიგნიდან და თვენივე გუნდიდან. ალბათ, ნათელი გახდება, ვინ არის შინაური მტერი, ვინც მიზანმიმართულად ახორციელებს თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას, მაგრამ, როცა ასეთი ხიდჩატეხილობა არსებობს გუნდის შიგნით (ვითომ გარე მტრები არ გყოფნოდეთ), ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, იყო კი ოდესმე ეს ხიდი მთელი… პ.ს. ალბათ, მხოლოდ თავდაცვის მინისტრის და მისნაირი რამდენიმე ადამიანის გამო ვუჭერ დღემდე მხარს “ქართულ ოცნებას,” რომელიც, საუბედუროდ, შიგნიდან “იყიდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება