გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ისინი მხოლოდ ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვაფინანსური საკითხებით არ ინტერესდებიან.
„გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.