fbpx

სუს-ის ინფორმაციით, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა.

მათივე თქმით, ადგილზე არავინ დაუკავებიათ.

სუს-ის ინფორმაციით, საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთ საწყობთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება