სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა.
მათივე თქმით, ადგილზე არავინ დაუკავებიათ.
სუს-ის ინფორმაციით, საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთ საწყობთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.