fbpx

სუპერმარკეტ “სმარტის” რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

სუპერმარკეტ “სმარტის” რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, “ფეისბუქ” გვერდზე, სუპერმარკეტი “სმარტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება ჰქონდა დაცვის ინფიცირებულ წევრთან, იზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო ობიექტი კი – დაიკეტა.

“მოხდა ობიექტის სრული დეზინფექცია (მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტში ისედაც რეგულარულად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები) და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს,”

– წერს სუპერმარკეტი.

გაუზიარე!

Shares