სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვასქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშაკომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიმნიშვნელოვანია. არაერთი ისეთი პროექტი განვახორციელეთ, როგორიც იყოორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილი მოედანი. შემდეგი იქნებასულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების განახლება. სამუშაოები ორეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზექაოტურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციებიმოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა დამიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვისდედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მლნ-მდე ლარი“, – განაცხადა კახაკალაძემ.რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ამეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება.„მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობაინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი 469-ს. რეაბილიტაციისაღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა დაკედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა დაავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვისშეცვლას გულისხმობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მთლიანობაში სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 115 მლნ ლარიდაიხარჯება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, გამარჯვებული კომპანიის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება