fbpx

სტუდია „იუსტიცია“ მაუწყებლობას 2023 წელს დაიწყებს-რატი ბრეგაძე

იუსტიციის სამინისტრო იურისტებისათვის პროფესიულ მედიასაშუალებას აფუძნებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოვაყალიბოთ სტუდია „იუსტიცია“ – სატელევიზიო სტუდია, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, მოახდენს იურიდიული პროფესიის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, სტუდია პოლიტიკისაგან სრულიად დაცლილი იქნება და ის მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე კონცენტრირდება. სტუდია „იუსტიცია“ მაუწყებლობას 2023 წელს დაიწყებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება