fbpx

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები – რატიანი

„ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის შვილებს, როგორც მე, როგორც თქვენ როგორც ყველას არაფერი არ დაუშავებიათ, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ ჰქონდეთ“- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა გამოცხადეეს მკაცრი შეზღუდვები, რადგან ამ ყველაფერს სამედიცინო საზოგადოება ვერ გაუძლებს.

„ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მითუმეტეს სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა, რომ მოხდეს ერთდაერთი ამოსავალი წერტილი ჩვენ ქვეყანას ამ წუთში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები, იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ამას სამედიცინო საზოგადოება“-ამბობს რატიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება