fbpx

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, „ქართული ოცნება“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, „ქართული ოცნება“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში

✔ არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, გვყავს პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი

თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღეს ამაზე არჩილ თაკლაკვაძემაც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ამ შეხვედრებს, რომელიც ჩვენი დიპლომატების ფასილიტაციით ტარდებოდა, რომ ზოგადად საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი, მიიღეს უარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. უკანონობას არავინ არ ჩაიდენს და თვითონ შეთანხმების დოკუმენტი შეუძლია ნახოს ყველამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება