fbpx

სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება- ნიკანორ მელია

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია ადასტურებს რომ მან ხელი ნამდვილად იტკინა თუმცა ტრამვის მიზეზად სპორტულ აქტივობას ასახელებს.

“ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული “ოცნებისა” და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება.

ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ. ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ:
სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი და როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ.

ისე აუხდეს ყველა სურვილი ჩვენი ქვეყნისთვის კეთილისმსურველს, როგორც ეს ამიხდა.

ჩემ ბავშვობაში იყო წიგნი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. როგორც ჩანს, ვიღაცეებმა მხოლოდ სათაური წაიკითხეს და მონდომებით აწვალებენ ფანტაზიას და ხელმარჯვობენ.”- წერს ნიკანორ მელია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება