fbpx

სპორტკომპლექს „არენა 1“-ის დარბაზში დასრულდა ზაზა დარასელის მე-20 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში.

სპორტკომპლექს „არენა 1“-ის დარბაზში დასრულდა ზაზა დარასელის მე-20 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში.

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია „პოსტივისა“ და პირველი არხის გუნდები. დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 2:1 პირველარხელებმა იმარჯვეს და მთავარ პრიზთან ერთად 1000 ლარიც დაიმსახურეს. საუკეთესო მეკარის ნომინაციაში პირველარხელმა მამუკა ბერძენიშვილმა გაიმარჯვა, საუკეთესო მცველის ტიტული „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა გია ფიფიამ მოიპოვა, საუკეთესო თავდამსხმელი კი „პოსტივის“ ფეხბურთელი მერაბ ოქრომჭედლიშვილი გახდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად პირველარხელი მერაბ სიმონიშვილი აღიარეს. სწორედ მას გადაეცა ლევან ჩხაიძის – ჯაკოს სახელობის თასი.

ტურნირზე კიდევ ერთი კოლეგის ხსოვნას მივაგეთ პატივი: ყველაზე კორექტული გუნდისთვის დაწესებული იყო მერაბ ოდიშარიას სახელობის თასი და ფულადი ჯილდო. ეს ჯილდოები გადაეცა მართლაც გამორჩეულ, ოცივე გათამაშების მონაწილე გუნდს – „აფხაზეთს“.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares