fbpx

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მის მოთხოვნებს – არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.

მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება