fbpx

სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით,
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ,
მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო
ნარიმანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქალაქ
დუშეთში აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ
ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქალაქ დუშეთის შემდეგ, მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის
მერთან ერთად, დაბა ჟინვალში იმყოფებოდა, სადაც დღეს წმინდანად
შერაცხული 300 არაგველის დღე აღინიშნება.
დავით ნოზაძემ, მაცაცო ნარიმანიძემ და თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლებმა 300 არაგველის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მათი
განსაკუთრებული გმირობის შესახებ ისაუბრეს.
ადგილზე, ასევე, ჩატარდა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი
და ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება