fbpx

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გორგულისა და ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გორგულისა და ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: გორგული-გარე განათების ქსელის მოწყობა; იჯარეთი -გარე განათების ქსელის მოწყობა; იმერთუბანი- მინი სტადიონის მოწყობა; სოფელ ადიგენი-გარე განათების ქსელის მოწყობა; დიდი ზანავი-შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა; პატარა ზანავი-სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგება; გომარო-შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა; წრე-სასმელი წყლის რეაბილიტაცია; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება