fbpx

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023 #ადიგენისმუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. 23 იანვარს, დასახლებების საერთო კრებები ლელოვანისა და სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: ლელოვანი – სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ამხერი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია; სამყური- სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ღორძე- სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია; კახარეთი – შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა; 2023 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 23 იანვრიდან- 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება