სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ ქუჩაზე დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან, შერმადინ დადვანთან, ერთად სოფელ ტანძიაში დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი 855 კვადრატულ მეტრზე მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება