fbpx

სოფელ როკითში სანიაღვრე არხების საჭიროება წარმოიშვა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული-კახა ენუქიძე

ქართული ოცნების ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე სოფელ როკითის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს აცნობს. „ამჯერად შეხვედრა სოფელ როკითის მცხოვრებლებთან გავმართე. მოსახლეობას კარგად აქვს გათავისებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურალად გამართული სოფელი. სოფელ როკითში რამდენიმე საოჯახო ტიპის ღვინის მარანი ფუნქციონირებს, სადაც ხშირად მასპინძლობენ ვიზიტორებს. მათ აქვთ შემოსავალი და ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. მაქსიმალურად დავუჭერ მხარს ყველა იმ პროექტს რაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ხალხის ეკონომიკურ გაძლიერებას.ამ ეტაპზე სოფელ როკითში სანიაღვრე არხების საჭიროება წარმოიშვა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.“ აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება