fbpx

სოფელ ვანათში ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის
მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ
ვანათში 1400 გრძივი მეტრი ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე
კორძაძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ
მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის შესახებ მათი შეფასებებიც მოისმინა.
პროექტი ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი
ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მის სრულმა ღირებულებამ 801 000
ლარი შეადგინა.
„სოფლის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სოფლებში
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის
ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და მათთან შეთანხმებით სხვადასხვა
პროექტს ახორციელებს. სოფელ ვანათში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის
განსაკუთრებით საჭირო იყო გზის მოწყობა და მოხარული ვარ, რომ 1400 მეტრ
მოცულობაზე ბეტონის გზის პროექტი აქ უკვე დავასრულეთ. საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი
მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება