fbpx

სოფელ დისველში გამწვანების აქცია მოეწყო

სოფელ დისველის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით გამართულ გამწვანების
აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა
გობეჯიშვილმა მიიღო
სოფელ დისველში გამწვანების აქცია მოეწყო. პროექტის „ტყე გავუშენოთ შვილებსა“
ფარგლებში, საჯაროს სკოლის მიმდებარედ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის
მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდობის ხეივანი გაშენდება,
დისველის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა გამწვანების აქცია მოაწყო.
აქციაში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ბოლნელმა
მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა
მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მიიღეს. ახალგაზრდობის ხეივნისთვის ნერგები ეკო
კლუბმა შემომწირველების დახმარებით შეიძინა, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტმა
შემოღობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება