fbpx

სოფელ დიმში საგზაო ინფრატრუქტურულო პროექტები ხორციელდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები სოფელ დიმში ე.წ ეწრის საუბნო გზაზე. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სოფელ დიმში ე.წ კოხოძე- შალამბერიძეების უბანში, რომლის სამუშაოებსაც შპს „მეკა „ აწარმოებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ დიმში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება