fbpx

სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა

სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ღაზაროს აღაიანის
დაბადებიდან 183-ე იუბილე მისსავე სახლ-მუზეუმის ეზოში აღინიშნა. სოფელს, სადაც
ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და სომეხი მწერლის ცხოვრება
და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღაზაროს აღაიანი პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და
სომხეთში ეწეოდა. ის ავტორია ლირიკული ლექსების, პოემების, საბავშვო ზღაპრებისა
და რომანების.
„წელს ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ადამიანი,
რომელმაც სომხური ლიტერატურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლნისის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისში დაიბადა. ღაზაროს აღაიანი ქართულ-სომხური
მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოა და მისი შემოქმედება არამარტო სომეხი ერისთვის,
არამედ ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდიდარია
არამარტო ეთნიკური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, არამედ იმ გამოჩენილი
მოღვაწეებითაც, რომლებიც სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიბადნენ. სოფელ
ბოლნისის თითოეულ მცხოვრებს ვულოცავ ამ დიდი მოღვაწის იუბილეს“, – განაცხადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება