fbpx

სოფელი დიმი გაზიფიცირებულია, დამონტაჟებულია გარე განათების ლამპიონები, მოწესრიგებულია ცენტრალური საავტომობილო გზა-კახა ენუქიძე

ქართული ოცნების ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს ხვდება. ამჯერად მერობის კანდიდატი სიფელ დიმისა და საიმედოს მოსახლეოაბს შეხვდა. “დღეს სოფელ დიმის და საიმედოს მოსახლეობას შევხვდი. ადგილობრივებს ჩვენი გუნდის პრიორიტეტებზე, დიმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია სახამბერიძესთან ერთად ვესაუბრე, რომელიც აღნიშნული სოფლის მოქმედი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია. სოფელი დიმი გაზიფიცირებულია, დამონტაჟებულია გარე განათების ლამპიონები, მოწესრიგებულია ცენტრალური საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სოფლის მთავარი გამოწვევა შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სანიაღვრეების მოწყობაა. მოსახლეობის თხოვნით დიმი-საიმედოს ცენტრალურ გზაზე გაკეთდება სიჩქარით შემზღუდველი ბარიერები. ადგილობრივებს შეხვედრაზე ის პროგრამები გავაცანი, რასაც ჩვენი გუნდი სიფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ახორციელებს.” აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება