fbpx

სოსო გოგაშვილი გავიცანი 2013 წელს, პირადად მე წამოვიყვანე, ის იყო რიგით თანამდებობაზე გენერალურ ინსპექციაში-ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახანგ გომელაურის კომენტარი იოსებ გოგაშვილზე-სოსო გოგაშვილი გავიცანი 2013 წელს, პირადად მე წამოვიყვანე. ის იყო რიგით თანამდებობაზე გენერალურ ინსპექციაში, განყოფილების თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას ვთხოვე, ჩემ საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე, ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ეს იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ისე დავახლოვდით და ახლა აცხადებს, რომ თურმე სამი წელი აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენ გუნდზე. 2018-ში მოხდა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან და მან ყველაზე კარგად იცის, თუ რატომ. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან”– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რატომ გათავისუფლდა გოგაშვილი თანამდებობიდან და ისიც თქვა, რომ არ აპირებს ამ თემაზე საუბარს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება