fbpx

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

სომხეთის სიუნიკის ოლქში, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება, მდგომარეობა დაიძაბა.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 200 აზერბაიჯანელი სამხედრო სოფელ ვერიშენთან „საზღვრის დაზუსტების“ მიზნით სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

როგორც სიუნიკის ოლქის გუბერნატორმა მელიქ ფოღოსიანმა განაცხადა, მის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელ სამხედროებს გზა აებნათ და ისინი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემთხვევით გადავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„აზერბაიჯანელი სამხედროები ბრძანებას ასრულებდნენ და მათ საზღვარი შეგნებულად გადაკვეთეს. მათ რაღაცა რუკა ჰქონდათ, რომლის მიხედვით, ეს მათ ტერიტორიაში შედიოდა. მათი განცხადებით, „საზღვრის დაზუსტება“ სურდათ. ადგილზე სომხეთის შეიარაღებული ძალების და სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელობა იმყოფება” – განაცხადა ფოღოსიანმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 2 კმ-ით შევიდნენ. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება