სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისინი რუსეთის მოკავშირე დარჩებიან

„ვემზადებით თუ არა რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების რეფორმირებისთვის? მინდა პირდაპირ ვთქვა: „არა“, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. მისი თქმით, ორივე ქვეყნის ვალდებულებები და უფლებები ნათლად გაწერილი და რატიფიცირებულია და ისინი არავის გაუუქმებია. მირზოიანის განცხადებით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ვითარდება და მისი გადახედვა დღის წესრიგში არ დგას. „ვემზადებით თუ არა რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი მოკავშირე ურთიერთობების რეფორმირებისთვის? მინდა პირდაპირ ვთქვა: „არა“. ჩვენი ვალდებულებები და უფლებები ნათლად არის გაწერილი, ხელმოწერილი და რატიფიცირებულია და არავის გაუუქმებია ისინი. ამავდროულად, სომხური მხარის შეშფოთება, რომ მექანიზმები ყოველთვის სრულად არ მუშაობდა, კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს სრულიად სხვა საკითხია. აქ შეგვიძლია განვიხილოთ არსებული მექანიზმების ეფექტურობის საკითხი, მაგრამ ამ მექანიზმებისა და ზოგადად, ურთიერთობების რეფორმატირების საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ვითარდება.” – განაცხადა მირზოიანმა.

@24_7_armenianews

Ереван не намерен менять формат отношений с Россией #армения #россия #новости #политика #министр #мид

♬ оригинальный звук – 24_7_armenianews

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება