fbpx

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს  პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური  ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის  რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის  რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ  ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში,რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის  პრეზიდენტთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება