fbpx

სოზარ სუბარი: ქართულ პოლიტიკაში უნდა ვებრძოლოთ უკანონო დაფინანსებას, როგორიცაა, ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილის მიერ ქართული ოპოზიცის და მედიის დაფინანსება

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებუს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

სუბარის თქმით, ქართული პოლიტიკა უკანონო ფულის ბრუნვისგან უნდა გაიწმინდოს, როგორიცაა კეზერაშვილის უკანონო შემოსავლებით ოპოზიციური სპექტრისა და მედიის დაფინანსება.

„თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი შევთანხმდებით, რომ არ გვინდა ეს ცვლილება – ნუ მივიღებთ. დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ უკეთესია არსებობდეს ის მოდელი, რომელიც ახლა არის. მე პირადად, ამასთან არაფერი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას ნამდვილად არ უჭირს დაფინანსება, რომელი მოდელითაც არ უნდა იყოს. მთავარია, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვებრძოლოთ არა დაფინანსებას, არამედ უკანონო დაფინანსებას, მაგალუთად, ისეთს, როდესაც ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებიდან მოპარული ფულით ვინმე კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და სამწუხაროდ, მედიასაც,’ – განაცხადა სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება