fbpx

სოზარ სუბარი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერია ნათქვამი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად

დ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერია ნათქვამი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, სოზარ სუბარმა მათი ერთერთი ლიდერის დავით საყვარელიძის განცხადებდან ნაწყვეტი მოიყვანა, სადაც იგი ამბობს, რომ „უკრაინის დაშინების კაპანია გრძელდება ყველა მხრიდან, მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს და მთავარი მტრის – რუსეთის ერთობლივი ძალებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი ვიდრე პუტინს“. სუბარის თქმით, როგორც ჩანს ეს არის ის იდეა, რომელზეც უნდათ მათ ხელმოწერა. „უკრაინის მხარდანჭერ რეზოლუციაში ყველაფერია ნათქვამი, რაც არის საჭირო უკრაინის მხარდასაჭერად. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მინდა წაგიკითხოთ უკრაინაში მყოფი მათი ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის განცხადება – „უკრაინის დაშინების კაპანია გრძელდება ყველა მხრიდან, მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს და მთავარი მტრის – რუსეთის ერთობლივი ძალებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი ვიდრე პუტინს“. როგორც ჩანს ეს არის ის იდეა, რომელზეც მათ უნდათ ხელმოწერა და ჩვენ უნდა მივიღოთ მსგავსი რეზოლუცია. რასაც საყვარელიძე ამბობს, ეს ის არის, რასაც ფიქრობს სააკაშვილი და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მათი სურვილი და ხედვა, რომ დღეს თურმე ამერიკას უნდა ომი უკრაინაში. საზოგადოებას დღეს ვერ მოატყუებენ. ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას ყველაზე ძლიერად 2014 წლის ომის დროს, ყველანაირი ქმედებით და დღესაც, ეს რეზოლუცია არის სწორედ უკრაინის მხარდასაჭერი ძალიან მკაფიო გზავნილი“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება