fbpx

სოზარ სუბარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე: ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები, წალენჯიხიდან იქნება, თუ საიდანაც არ უნდა იყოს, გავლენას ვერ მოახდენს სამართლიანობაზე

„სააკაშვილი სასჯელს აბსოლუტურად სამართლიანად იხდის. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე საქმე განხილვაშია. ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები, წალენჯიხიდან იქნება, თუ საიდანაც არ უნდა იყოს, გავლენას ვერ მოახდენს სამართლიანობაზე,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და ამით უპასუხა ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქცია-პერფორმანსს, რომელიც სტარტს წალენჯიხიდან აიღებს.

„სააკაშვილი არის ძალიან მძიმე კრიმინალი. თავად რომ არ იცოდეს, რომ კრიმინალია და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, აქამდე მიმართავდა სტრასბურგის სასამართლოს. გარწმუნებთ, როცა საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაიწყებდა არა მრავალწლიან განხილვებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩანიშნავდა სხდომას და გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებდა. ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედა წასულიყო სტრასბურგში იმაზე მეტყველებს, რომ მან და მისმა ადვოკატებმა კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის სასჯელს აბსოლუტურად სამართლიანად იხდის და კიდევ რამდენიმე საქმე განხილვაშია. სამართლიანობის პროცესზე ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება იმას, როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს იმას, რა ბრძანებასაც მიიღებს. ჯერჯერობით, გათავისუფლებაზე ბრძანება, როგორც ჩანს, არ მიუღია,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება