fbpx

სოზარ სუბარი: სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის

„ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა და იმ დროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ამავდროულად, მხოლოდ დამახსოვრება არ არის საკმარისი – სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის: ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის; ქუჩაში მკვლელობებისთვის; ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში ათასობით ნაწამები ადამიანებისთვის; კოდორის ხეობასა თუ ცხინვალის რეგიონში მიტოვებული მოქალაქეებისთვის და ა.შ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება