fbpx

სოზარ სუბარი: რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში და ამერიკაში და ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი ამერიკასა და ევროპაში, შეუძლებელია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ იყოს მიმართული

„ევროკომისიამ დაამტკიცა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელშიც შედის ეს კანონი და მას სახელიც კი ქართული აქვს – ესაა აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზნებიც ერთი ერთში ემთხვევა იმ მიზნებს, რა მიზნებიც ჩვენ გვქონდა,“ – განაცხადა ჟურნალისთებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის გარედან ჰქონდა ერთი მიზანი – არავის უნდა თავის აგენტურა დააყენოს დარტყმის ქვეშ და გაშიფროს ის. „სწორედ აგენტურაა ის, რომ ადამიანები უწყინარი გრანტების სახით ასწავლიან ახალგაზრდებს, როგორ წაუკიდონ ცეცხლი პოლიციელებს და ბულდოზერებით შეიჭრან პარლამენტის შენობაში,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მიუხედავად ამისა, როგორც სუბარი აცხადებს, „ხალხის ძალა“ აღარ მიუბრუნდება ამ კანონს. „ჩვენ, რადგან ერთხელ ვთქვით, რომ აღარ მივუბრუნდებით ამ კანონს, მისი ინიციატორები „ხალხის ძალა“ აღარ ვიქნებით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კანონი აუცილებელია საქართველოსთვის.

ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში და ამერიკაში და ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი ამერიკასა და ევროპაში, შეუძლებელია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ იყოს მიმართული,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება