fbpx

სოზარ სუბარი: თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში” – განაცხადა მედიასთან საუბარი პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი სრულიად გაუმჭვირვალეა.
“თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება. ხშირად გაუმჭვირვალეა ვინ არის დონორი, რა არის მიზანი, ვინ არის ბენეფიციარი, ვის უნდა მოხმარდეს თანხა, რა მიზნებს ხმარდება და რამდენად სწორად ხმარდება ამ მიზნებს, სრული გაუმჭვირვალობაა და ამის კონკრეტული მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო იყო ასეთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც “თბილისი პრაიდის” დაფინანსებაზე სულ სხვას ამბობდა დონორი, ისინი ამბობდნენ, რომ მათ მიერ გამოყოფილი თანხები ხმარდება უმცირესობის უფლებების დაცვას, თვითონ ეს ორგანიზაციები კი ამბობდნენ, დეზინფორმაცია და უმცირესობების უფლებების დაცვაო, ანუ სრულიად სხვადასხვა თემებს ასახელებდნენ. ამ გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება