fbpx

სოზარ სუბარი: ერთი შემთხვევა თუ შეიძლება გახდეს ცეცხლის დანთების ტოლფასი, ბუნებრივია, სიფრთხილე გვმართებს. ესაა მთავარი საფრთხე და არა ოპოზიცია, რომელსაც არც იდეა აქვს და არც ადმინისტრაციული რესურსი

„ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ადვილია არეულობის მოწყობა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არსებობს თუ არა ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობის საშიშროება.

„საშიშროება გადავლილი არასდროს და ვერასდროს იქნება, საფრთხეს ყოველთვის უნდა ველოდოთ. ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ადვილია არეულობის მოწყობა. ერთი შეცდომა, პროვოკაცია შეიძლება გახდეს სიტუაციის არევის საფუძველი.

ცოტა სხვა სიტუაციაა, მაგრამ ამერიკის მაგალითს მოვიყვან – ქვეყანა, სადაც თვე არ გავა პოლიციის მხრიდან რამდენიმე ათეული ადამიანის ლიკვიდაცია არ მოხდეს და ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება, ისევე, როგორც ძალადობა პატიმრების მიმართ ციხეებში, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან. მაგრამ მოხდა ცოტა ხნის წინ ფლოიდის მკვლელობა და დაიქცა ქვეყანა. ამ ერთმა შემთხვევამ ლამის გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში. გასაგებია, რომ იქ ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყო, რამდენიმე მილიონით მოხდა ამ მოძრაობის დაფინანსება, დესტაბილიზაციას ხშირად მხარს უჭერდნენ ზოგიერთი შტატების გუბერნატორები და ქალაქების მერები.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ერთი შემთხვევა თუ შეიძლება გახდეს ცეცხლის დანთების ტოლფასი, ბუნებრივია, სიფრთხილე გვმართებს. ესაა მთავარი საფრთხე და არა ოპოზიცია, რომელსაც არც იდეა აქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი, გამოცლილი აქვს ძალა და ერთმანეთს ფლეთენ, ლანძღავენ და ამ ლანძღვაში ღმერთმა ხელი მოუმართოთ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება