fbpx

სოზარ სუბარი: ევროპის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ თითოეული ქვეყანა განიხილონ თავიანთი დამსახურებების მიხედვით და ის არასწორი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს

“დღეს ყველა აღიარებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა იმ მოლოდინებზე, რაც საქარველის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით აქვს.
„ევროპის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ თითოეული ქვეყანა განიხილონ თავიანთი დამსახურებების მიხედვით და ის არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს.
ეს არის ძალიან დიდი დამსახურება იმ მუშაობისა, რომელიც გასწია პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის საგარეო გუნდმა და დამსახურება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულება.
შემთხვევითი არაა, რომ საქართველო კორუფციის მასშტაბით არაკორუმპირებულ ქვეყნადაა აღიარებული და უფრო მეტი წარმატება აქვს ამ მიმართულებით, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ერთი წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და უსწრებს ბევრ ევროპულ ქვეყანას. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დემოკრატიის დონეზე, არჩევნების ჩატარების დონეზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პატიმრების მდგომარეობაზე. დღეს ყველა აღიარებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება