fbpx

სოზარ სუბარი: დაფინანსების წყარო მაშინ არის დასამალი, როდესაც რევოლუციურ მოვლენებს, „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები

„დღეს გაცილებით მეტი ვიცით იმიტომ, რომ როდესაც ამაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თვითონ „ენჯეოები“ იძულებულები არიან გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები და პრინციპში, არც არაფერი არ იმალება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულები არიან, გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები.

„დღეს გაცილებით მეტი ვიცით იმიტომ, რომ როდესაც ამაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თვითონ „ენჯეოები“ იძულებულები არიან გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები და პრინციპში, არც არაფერი არ იმალება.

თუ ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი და კარგი რამე ფინანსდება, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამის შესახებ უფრო მეტი.

თუ ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე იქნება გამოქვეყნებული ყველა „ენჯეოს“ დაფინანსებაზე ინფორმაცია, ამაზე კარგი რა არის? რა არის დასამალი თუკი, მაგალითად, მცხეთის ჯვრის მონასტრის რესტავრაციაში ჩადებს, რომელიმე საელჩო გარკვეულ თანხას, ან საზოგადოების ინფორმირებას თუ ეხება დაფინანსება, ან რომელიმე სკოლას კომპიუტერი უყიდის, რემონტი გაუკეთებს თუ საბავშვო ბაღს დაეხმარნენ – ამაში რა არის დასამალი.

მაგრამ, სწორედ იქ არის დასამალი, სადაც რევოლუციურ მოვლენებს, „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება