fbpx

სოზარ სუბარი: არაფერი იმაზე დიდი რუსული ინტერესი და ანტიქართული ინტერესი არ შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ღია წყაროებით

სოზარ სუბარი: როდესაც ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებაზე ვსაუბრობთ, არაფერი იმაზე დიდი რუსული ინტერესი და ანტიქართული ინტერესი არ შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ღია წყაროებით, პირდაპირ იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ქართული ოპოზიციის, არასამთავროების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ასევე მსგავსი მცდელობის არანაირი დაგმობა არ გვიხილავს ელჩის მხრიდან საჯაროდ- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „მსგავსი ფაქტები ჩვენს წერილში ბევრი იყო მოყვანილი და არცერთი ფაქტის უარყოფა არ მომხდარა, უარყოფის ნაცვლად დაიწყო აბსულუტურად უსაგნო და არა დამტკიცებადი ლაპარაკი ანტიდასავლურობაზე და პრორუსულობაზე. თუ საუბარია ანტიდასავლურობაზე, ანტიდასავლური არის ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებას უგულებელყოფდა, ეს არის ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა და როდესაც ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებაზე ვსაუბრობთ, არაფერი იმაზე დიდი რუსული ინტერესი და ანტიქართული ინტერესი არ შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა“- აღნიშნა სუბარმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე დახურულ კარს მიღმაც იყო ზეწოლა, მომხდარიყო იმ თვითმფრინავის დაჯდომა, რომელიც საქართველოდან მოხალისეებს გაიყვანდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას ნიშნავდა. „ჩვენ ვიცით რაც არასაჯაროდ ხდებოდა, როგორ ხდებოდა საქართველოს იმ სანქციებისადმი შეერთება, რომელიც დამღუპველი იქნებოდა საქართველოსთვის. როგორ იყო მცდელობა, რომ საქართველოს აეროპორტში, ხელისუფლების ნებართვით მომხდარიყო იმ თვითმფრინავის დაჯდომა, რომელიც საქართველოდან მოხალისეებს გაიყვანდა და ეს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას ნიშნავდა. რამდენიმე მოხალისე, რომელიც გაიქცა, ერთი კვირა იყო და საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ მათი გაკეთებული „საგმირო საქმეები“ ჩვენ არ გვინახავს. ვერანაირ საგმირო საქმეებს ისინი ვერ გააკეთებდნენ, უბრალოდ ზეწოლა თვითმფრინავის გაშვებაზე იყო მცდელობა, რომ საქართველო ომში ყოფილიყო ჩართული და ამ ღია მოწოდებების მიღმა იყო პირდაპირი ზეწოლები საქართველოს ხელისუფლებაზე, დახურულ კარს მიღმაც“- განაცხადა სოზარ სუბარმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება