fbpx

სოზარ სუბარი: ამერიკელებმა კარგად იციან, რომ ეკა გიგაურს საქართველოში ნულ პროცენტიანი ნდობა აქვს და მისი ყოველი მეორე განცხადება შეგნებული ტყუილი ან არაკომპეტენტურობის მწვერვალია


ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან რომ ეკა გიგაურს საქართველოში ნულ პროცენტიანი ნდობა აქვს და მისი ყოველი მეორე განცხადება ან შეგნებული ტყუილი ან არაკომპეტენტურობის მწვერვალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა არასწორი შეფასებები საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც USAID-მა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამას ფარატინა ქაღალდი უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს შეფასებები მთლიანად იყო დაყრდნობილი ეკა გიგაურის ორგანიზაციის დასკვნებზე, გიგაური, რომელიც ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან რომ საქართველოში ნულ პროცენტიანი ნდობა აქვს და მისი ყოველი მეორე განცხადება ან შეგნებული ტყუილი ან არაკომპეტენტურობის მწვერვალია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება