fbpx

სნაიპერებმა სასწავლო შეკრება გამართეს

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე
სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის
სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები
განახორციელა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღისა და ღამის
განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური
მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება