fbpx

სკანდალი: აქვს თუ არა ბანკის ვალი 100მილიონიან ტელევიზიას?


საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამფუძნებელი, ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თინა ბერძენიშვილს ღია წერილით მიმართავს:

“სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორს
ქალბატონ თინა ბერძენიშვილს
საქართველოს მოქალაქის, გადასახადის გადმხდელ მირიან ყარაულაშვილის
(პ/ნ xxxxxxxxxxxx)
განცხადება
გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მუდმივ რეჟიმში ვიხდი სხვადასხვა დასახელებისა და მოცულობის გადასახადებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, საიდანაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ფინანსდება თქვენდამი რწმუნებული ორგანიზაცია „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
როგორც თქვენი მ/წ 15 ნოემბრის გადაცემა „გადაწყვეტილება“-ში გადაცემის წამყვან გიორგი გვიმრაძის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის მიერ პირდაპირ ეთერში აღინიშნა, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი ბიუჯეტიდან ემსახურება „საბანკო სესხის მომსახურებას“.
გთხოვთ, როგორც გადასახადის გადამხდელს, რომლის მიერ გადახდილი გადასახადებიდანაც ფინანსდება თქვენდამი რწმუნებული ორგანიზაცია, გამცეთ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  1. რამ გამოიწვია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული ბანკიდან სესხის აღება?
  2. რა დანიშნულებით(მიზნობრიობით) გასცა ბანკმა ეს სესხი საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
  3. რომელი ბანკის მიერაა გაცემული ეს სესხი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რა თანხით, როდის, რამდენი წლით?
  4. რამდენია სესხის მომსახურების პროცენტი?
  5. ვინ ( რომელმა ორგანომ) და როდის გასცა ნებართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აღნიშნული სესხის აღებაზე კომერციული ბანკიდან?
    წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ კანონით განსაზღვრულ ვადაში გაცემული პასუხისათვის.
    პატივისცემით,
    მირიან ყარაულაშვილი(პ/ნ XXXXXXXXXxx
    16.11.2023 წ.
    პ.ს.: აღნიშნული წერილი ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან ([email protected]) გაიგზავნა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტოდ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] .
    ამავე ვებგვერდიდან წერილის ინტერაქტიურად გასაგზავნი მოდული არ მუშაობს და ვერ მოხდა წერილის გაგზავნა .” აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 100მილიონ ლარს აღწევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება