fbpx

სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული-გიორგი ვოლსკი

მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ვოლსკის თქმით, რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, რომ საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

„ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა. ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანის მიმართ, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო,”- განაცხადა ვოლსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება