სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი „სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალის“ დახურვასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მერმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დასკვნით ღონისძიებას სიღნაღში სტუმრად მყოფი პოეტი ტარიელ ხარხელაური ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით დურგლიშვილმა, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილმა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა მაია ინანაშვილმა ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს.
„სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2025“ – ის გამარჯვებულები მოქანდაკე რასმა პასპურე და მხატვარი მარიამ ელიავა გახდნენ.