ტურნირში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ძალისმიერი სამჭიდის სექციის ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
გენადი ოტიაშვილი ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ბეჟაშვილმა საკუთარი წონით კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
23 წლამდე სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი გივი ღელაღუტაშვილმა, ხოლო ჭაბუკებს შორის მეორე ადგილი გიორგი ღვედაშვილმა დაიკავა.