მალხაზ ბეგიაშვილმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვა.
,,ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით არის აღსავსე. დიდი სიყვარულით მინდა, მივესალმო პირველკლასელებს და მათთან ერთად ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვო,“- აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.