სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს. მერმა ახალგაზრდებს ახალ პოზიციებზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

​შეხვედრაზე მალხაზ ბეგიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათთან ეფექტურ კომუნიკაციასა და სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტის ერთობლივად განხორციელების საჭიროებაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება