სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ჯანიკაშვილმა,  სოფელ ვაქირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი გახსნეს 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სიმბოლური მატჩი, რომელშიც მერმა  მალხაზ ბეგიაშვილმა და პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა მიიღეს  მონაწილეობა.

სპორტული მოედნის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ჯამური ღირებულება 310 899 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება