fbpx

სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს მიმართავს, რომ გაიღონ სისხლი, საქართველო სისხლის დეფიციტის წინაშე დადგა.

ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოორნავირუსის გავრცელების გამო, საქართველო სისხლის დეფიციტის წინაშე დადგა.

როგორც განცხადებაში წერია,  სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა, ხოლო ვინაიდან ეს პროცესი შეფერხდა, სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია.

სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს მიმართავს, რომ გაიღონ სისხლი და მათ ამისთვის  მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი.

ამისთვის სისხლის ბანკი დონორებს ტრანსპორტით გადაადგილებას და კვების ხარჯებს გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის ბანკი სისხლით 80-მდე საავადმყოფოსა და კლინიკას უზრუნველყოფს.

სისხლის დეფიციტზე ჯერ კიდევ 1-ელ აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგად ბოლო ერთ თვეში ქვეყნაში დონაციის მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა, რამაც შესაძლოა სისხლის პროდუქტის დეფიციტამდე მივეყვანეთ.

“ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა, ამ პროცესთან ერთად, დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში, ნელ-ნელა იკლებს და შეიძლება დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები,”-

აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares